დეკემბრის თვიდან სააკაშვილთან არ უშვებენ მის მცირეწლოვან შვილს, ეს არის მიშას გაგიჟების მცდელობა - ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დეკემბრის თვიდან უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, შეწყვიტეს მასთან შვილის შეშვება. ანუ დეკემბრის მერე, მიშას სასჯელად გამოეწერა ორ წლინახევრის შვილის ნახვის აკრძალვა. ადვოკატების, დედის შესვლა შეიძლება, ბავშვის არა. უარი გვითხრეს ბებიამ რომ შეიყვანოს ბავშვი, არა თუ დედამ. ანუ ბავშვი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გახდა აკრძალული. ეს არის გაგიჟების მცდელობა, რომ მიშა გადაიყვანონ ჭკუიდან, მწყობრიდან გამოიყვანონ და მისი ისედაც მძიმე მდგომარეობა, უფრო დამძიმდეს” - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.