სამწუხაროდ მკვლელმა სისტემამ პრეზიდენტ სააკაშვილს სასწორი წაართვა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გასული ღამე პრეზიდენტი სააკაშვილისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე იყო. ფაქტიურად არ სძინებია არც მას და არც მედ პერსონალს. გაუსაძლისი ტკივილები ვერაფრით გაუყუჩეს.გაუსაძლისი, გაუყუჩებელი ტკივილის გარდა, სამწუხაროდ მკვლელმა სისტემამ წაართვა სასწორი. ის ერთადერთი საშუალება რითიც მას, ადვოკატებს და ოჯახის წევრებს რეალურად შეეძლო წონის გაგება. არა ისე როგორც ეს "ავადმყოფის ისტორია"-ში არის მითითებული“- წერს გიორგი ჩალაძე.