იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პსუხობს.
"ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა- კანონიერება, სისხლისღვრა-მშვიდობა და სამართალი არის ის რასაც ვიტყვით ჩვენ! თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!" - წერს რატი ბრეგაძე.
ცნობისთვის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, თუ მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ გაათავისუფლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, მიიღებენ ქუჩაში ომს. მისი თქმით, ეს არის მუქარა