საქართველოს მოღალატეები, პუტინის გეგმის შემსრულებლები, საქართველოს მეგობრებს ბოდიშის მოხდას სთხოვენ - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„საქართველოს მოღალატეებს, პუტინის გეგმის შემსრულებლებს მუდმივად აქვთ იმის ლტოლვა, რომ რამენაირად ყველა ჩვენს მეგობარს დაესხან თავს და ისეთი უტიფრობაც კი ჰყოფნით, რომ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ბოდიშის მოხდას სთხოვენ. ეს აბსოლუტურად უტიფარი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სირცხვილი არიან, აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებების გამო, ქვეყნის ძარცვის გამო და ხალხის გაუბედურების გამო, მათ შორის სხვა დანაშაულებების გამო, რაც მათ ჩაიდინეს კრიმინალებთან და ქურდულ სამყაროსთან ერთად, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება და ბოდიშის მოხდაც". - ამბობს გიორგი ბარამიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და სამწუხაროდ, ვერც ერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე ამ წერილში, არადა, მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან რომ ვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ.