ნიკა მელია ქოცური მესიჯებით ებრძვის ენს-ს, თითქოს პარტიას ვიღაც არაფორმალურად მართავს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, - ამის სესახებ ენმ-ს წევრმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პრობლემა არის ის, რასაც ლაპარაკობს ნიკა მელია, აბსოლუტურად მიუღებელი, აბსოლუტურად არასწორი და არაერთხელ მითქვამს, პირდაპირ ქოცური მესიჯებით ებრძვის პარტიას. რომ ებრძვის პარტიულ ხელმძღვანელობას, ის ამას მენეჯმენტს ეძახის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ნებით თუ უნებლიედ ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს და პირდაპირ ქოცური მესიჯებს ლაპარაკობს, თითქოს პარტიას ვიღაც არაფორმალურად მართავს და ა.შ... ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ქოცური მესიჯები, ამის წინააღმდეგია მიხეილ სააკაშვილი და ჩვენც“, - განაცხადა გია ბარამიძემ.