„პირველ ყოვლისა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თუ ვინმე ჰყავს ნამდვილი მეგობარი ჩვენს ქვეყანას, ეს არის უკრაინა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სწორედ ესენი გვეუბნებიან, რომ შეწყვიტოს პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა, წამება და მოხდეს მისი გადაყვანა უცხოეთში სამკურნალოდ.“ -  ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა

" კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თუ ვინმე ჰყავს ნამდვილი მეგობარი ჩვენს ქვეყანას - ეს არის უკრაინა. ის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც წარმოადგენენ ევროპელი დეპუტატები და ჩვენ მივისწრაფვით ამ ოჯახისკენ, ამ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყნებთან გაერთიანებისკენ, სწორედ ისინი გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ როგორც ადამიანი არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს და მას ასე ეპყრობოდნენ და მით უმეტეს ის როცა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ფართომასშტაბიანი ომი გამოიარა რუსეთთან, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს და რომელიც დღესაც არის უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი და ერთ-ერთი მთავარი მებრძოლია პუტინის რეჟიმთან. მას სჭირდება დახმარება, ის სჭირდება უკრაინას, ის სჭირდება ანტიპუტინისტურ კოალიციას და ჩვენი მეგობრები მოუწოდებენ ამ რეჟიმს, რომ შეწყვიტოს პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და შეწყვიტოს მისი წამება და მოხდეს მისი გადაყვანა უცხოეთში სამკურნალოდ. თუ კი ვინმე მეგობარი ჰყავს საქართველოს, ამას ეუბნება ჩვენს ხელისუფლებას და თუ კი მეგობრის ფასი იცის ამ რეჟიმმა, თუ კი საქართველოს ინტერესები ოდნავ მაინც აინტერესებთ, პირად შურისძიებას და კრემლის მითითებებს არ უნდა გადააყოლოს საქართველოს ეროვნული ინტერესები ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ, თუ კი ოდნავ მაინც საღი აზრი შერჩენიათ, მით უმეტეს იმიტომ რომ, არ უნდა ჩაყვნენ ბოლომდე წაგებისთვის განწირულ რუსულ იმპერიას, რომელიც აუცილებლად დამარცხდება, რადგან მთელი მსოფლიო, ნატოს სამიტის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შეიკრა ამ ბარბაროსული რეჟიმისა და ქვეყნის წინააღმდეგ. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და რასაც აკეთებს ეს რეჟიმი არის ის, რომ სწორედ რუსეთის გვერდით, რომელიც განწირულია წასაგებად, აყენებს საქართველოს და არა უკრაინის, ევროკავშირის, ნატოს გვერდით, ვისიც არის გამარჯვება, პერსპექტივა და მომავალი. სწორედ საქართველოს ადგილი არის ნატოში, ევროკავშირში და ამიტომ არის საჭირო, რომ საქართველო იყოს ჩვენს მეგობრებთან და ამიტომ არის საჭირო, რომ არ მოკლან მიხეილ სააკაშვილი და გაათავისუფლონ დროზე.“ - ასე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძე უკრაინის რადას რეზოლუციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.