ბუნებრივია, ენმ-ში მიშა იქნება ყველაფრის თავი და მაკონსოლიდირებელი. მიხეილ სააკაშვილს მოღალატეთა რეჟიმმა მოქალაქეობა ჩამოართვა და მას ფორმალურად ამის უფლება არ აქვს. როდესაც ვამბობთ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერია, ეს ფაქტობრივად ასეა, თორემ იურიდიულად ხომ არ ვსაუბრობთ? „ქოცს“ ქაღალდზე რა ეწერება, ამას მნიშვნელობა არ აქვს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც მიშას გარშემო გაერთიანების იდეაზე საუბარი, არიან სხვა ადამიანები, რომელთაც, შესაძლოა უფრო ეკომფორტულებათ ასე მოსვლა ამ ასპარეზზე და ჩვენ გახსნილები ვართ. მიშა იქნება ხელმძღვანელი. მიხეილ სააკაშვილს მოღალატეთა რეჟიმმა მოქალაქეობა ჩამოართვა და მას ფორმალურად ამის უფლება არ აქვს. როდესაც ვამბობთ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერია, ეს ფაქტობრივად ასეა, თორემ იურიდიულად ხომ არ ვსაუბრობთ? „ქოცს“ ქაღალდზე რა ეწერება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გუნდია. თუ რაღაც შეიქმნება, ბუნებრივია, რომ მიშა იქნება ამ ყველაფრის თავი და თავი და მაკონსოლიდირებელი. მგონი, რამე ახალი არ თქმულა ხო? საბჭოს დაარქმევ, თუ რაღაც სხვას სხვას, რა მნიშვნელობა აქვს. იქნება რაღაც ერთობა. მთავარი ხომ შინაარსია და არა ის, რა სახელი დაერქმევა რაღაც ჯგუფს. ჩვენ ვარ ყველანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები, ეს იქნება რაღაც სტრუქტურა, სადაც შეხვედრები და საუბრები გვექნება, იქნება ერთობლივი ბრძოლის დაგეგმვის მექანიზმი. არ აქვს მნიშვნელობა - ვიღაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ არა. მთავარია, ერთად ვებრძოლოთ ამ რუსულ რეჟიმს, რათა ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შემდეგ ბევრი გვექნება საკამათო და სამსჯელო. შემდეგ სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად მთავარი საკითხები გვექნება გადასაწყვეტი“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.