„როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მოწოდებას, რომელსაც პრეზიდენტი და ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერი აკეთებს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, მით უმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ის სერიოზულად უნდა აღიქვას და არა როგორც მან - ასე დამცინავად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია როგორც რაღაც სადღეგრძელო. ნიკას ეს არ უნდა ეკადრა და არავინ არ უნდა იკადროს, რომ ასე ვთქვათ აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ

„ეს არის პუტინის ტყვეობაში მყოფი, სიკვდილთან მებრძოლი საქართველოს ეროვნული გმირის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტის ტკივილით სავსე სიტყვები და სიტყვები, რომლებიც ასევე არის მიმართული მომავლისკენ და მოგვიწოდებს ერთიანობისკენ. მე ვფიქრობ ყველა საღად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს კარგად ესმის რომ დღეს არ არის, როდესაც ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი, რუსული მაფია და ეს საქართველოს მოღალატეები, იმის დრო რომ ჩვენ წინა პლანზე წამოვწიოთ ჩვენი პირადი ამბიციები და წყენები. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სწორედ ამას ეძღვნება, რომ ყველამ ჩვენ ჩვენი პირადი ამბიციები, წყენები უნდა გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე დავაყენოთ საქართველოს ინტერესები. ეს ნიშნავს ერთიანობას, ეს ნიშნავს ერთად ბრძოლას, ეს ნიშნავს საქართველოს მშვიდობიანად გათავისუფლებას ამ მოღალატეობრივი რუსული რეჟიმისაგან.

როდესაც ასეთ სერიოზულ და ძალიან მნიშვნელოვან მოწოდებას, რომელსაც პრეზიდენტი და ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერი აკეთებს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, მითუმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ის სერიოზულად უნდა აღიქვას და არა როგორც მან - ასე დამცინავად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია რაღაც სადღეგრძელო, თუმცა თავისთავად ჩემთვის სადღეგრძელო არასდროს არასერიოზულად ნათქვამი რამ არ არის. ქართული ტრადიციით კაცი ყოველთვის იმას ლაპარაკობს სადღეგრძელოშიც, რასაც ფიქრობს გულით და ეს ერთგვარი ლოცვაც არის თუ გნებავთ და ამიტომ ამ თვალსაზრისითაც რაღაცა დამცინავად თქმა იმისა, რომ თითქოს ეს მხოლოდ რაღაცა სადღეგრძელოა და არაფერი სერიოზული მასში არ არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ძალიან სამწუხარო და ძალიან არასერიოზული და ნიკას ეს არ უნდა ეკადრა და არავინ არ უნდა იკადროს რომ ასე ვთქვათ რაღაცა აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები. მე ვფიქრობ, ახლა სახუმაროდ არ გვაქვს არავის საქმე, ახლა ძალიან მძიმე დღეშია ჩვენი ქვეყანა.

ქვეყანას დაუფლებულია რუსული მაფია, ეს ბანდიტები, საქართველოს მოღალატეები და ჩვენი პასუხისმგებლობაა, თითოეული ჩვენგანის, მითუმეტეს პოლიტიკოსების, რომ ჩვენ შევეცადოთ მთელი საზოგადოების კონსოლიდაციას და პირველ ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ეს არის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა აჩვენოს ამის მაგალითი. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენ ვართ ვალდებულები, გადავდოთ უკანა პლანზე პირადი ამბიციები, პირადი წყენები. მოხდეს ჩვენი პარტიის კონსოლიდაცია და ხელი შევუწყოთ მთელი ჩვენი პატრიოტული, პროდასავლური ქართული საზოგადოების, რომელიც არის 90%, კონსოლიდაციას, რათა მშვიდობიანად დავამარცხოთ ეს მოღალატეობრივი რუსული რეჟიმი და გავუშვათ ხელისუფლებიდან.“ - ასე გამოეხმაურა გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას განცხადებას.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა: პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია - ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია