საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა არსებობს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს. მხარეებმა განათლების ყველა საფეხურზე პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.