რეჟიმმა, რომელიც დასავლეთს თავს ესხმის, აღვივებს ანტიქართულ განწყობას, როგორ უნდა წაგვიყვანოს წინ?! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რეჟიმი, რომელიც ამ ვითარებაში დასავლეთს თავს ესხმის თითქმის ყოველ დღე და საკუთარი საზოგადოების შიგნით, ჩემი აზრით, აღვივებს ანტიდასავლურ, ანტიქართულ განწყობებს, ანუ უიმედობას, ან იმუქრება უიმედობით, ამ რეჟიმმა როგორ უნდა წაგვიყვანოს წინ?! რა სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, თუ ქართულმა საზოგადოებამ არ დავაყენეთ საკითხი სწორად. მოგვცემენ სტატუსს თუ არა, ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება, ეს არის ამ რეჟიმის შეცვლა პროდასავლური, არაპოპულისტური, არაშავრაზმული ხელისუფლებით, რომელიც ეფექტურად იმუშავებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად ამ ისტორიულ მომენტში. ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.