ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მხრიდან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ეხმაურება

გიგა ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ დღეს გვყავდეს ნორმალური მთავრობა, რომელიც ყველგან ილობირებს და ყველას „მიაწვება“ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასატარებლად, ამ დროს ის იმპიჩმენტის ბოდვასა და მარაზმში ამყოფებს საზოგადოებას.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რატომ არის აუცილებელი ამ ისტორიულ მომენტში ქვეყანაში არსებული რეჟიმის დემოკრატიული გზით ცვლილება“ - თქვა გიგა ბოკერიამ