ივანიშვილის ინტერესები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ბუნებრივად წინააღმდეგობაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ისინი, ვინც ჯერ კიდევ „ოცნების“ ბანაკშია, ჩუმად იძახიან - რას გვერჩოდა ეს კაცი, აგინებენ ივანიშვილს. ამაზე უნდა ვუპასუხოთ ყველას, რა უნდოდა კი არა, ეს არის მისი არსი, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატზე, საკუთარ ხალხთან დაპირისპირებაზე, ჩვენს ბუნებრივ წიაღთან დასავლეთთან, რისი ნაწილიც და შემოქმედიც ვართ ისტორიულად, მიდის დაპირისპირება სამოქალაქო მშვიდობასთან. მას მარტო 2024 წლის არჩევნების მოგება კი არა, საზოგადოების გატეხა, თავისუფლების ჩახშობა უნდა. ანუ მისი ინტერესები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ბუნებრივად წინააღმდეგობაშია.

ჯერჯერობით, როგორც მიდის ამბავი, ხელისუფლების მდგომარეობა უარესდება. სასურველი ჩვენთვის ამოცანა არის 30 წლის წინ, როგორც დამარცხდა კომუნისტური საბჭოთა რუსული რეჟიმი, როცა არჩევნებამდე ისე იყო მორყეული, რომ შეგუებული იყო ხელისუფლების მარცხს, ეს არის რასაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის ლეგიტიმური ანალოგია, საით უნდა წავიდეთ და რა უნდა ვქნათ",- განაცხადა გიგი უგულავამ