წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აბიტურიენტებს დალოცავს.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"⛪️ ხვალ, 2026 წლის 28 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

🔸 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

🔸 წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აბიტურიენტებს დალოცავს."