სალომე ზურაბიშვილი ნათელ მხარეს დადგა და ფაქტობრივად, უშეცდომოდ მოქმედებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„უკრაინის ომის შემდეგ ფაქტობრივად, წყალგამყოფი გაკეთდა, მსოფლმხედველობრივი ომი დაიწყო დასავლეთსა და რუსეთს შორის, ბუნებრივია პრეზიდენტი დადგა ამ დილემის წინაშე და სწორ მხარეს, ანუ ნათელ მხარეს დადგა, უარი თქვა პიროვნულ ვალდებულებებზე და ამის შემდეგ ის ფაქტობრივად უშეცდომოდ მოქმედებს და მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებში, რაც უდავოდ მისასალმებელია. ამის არ დანახვა და არ დაფასება არ შეიძლება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.