არა ბატონებო, ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს პირობების შესრულების კვალობაზე და არა იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია რას იტყვის მათთან შეხვედრაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ოპოზიცია ნებსით, თუ უნებლიედ ხელს უწყობს ხელისუფლების მხრიდან აზრის დამკვიდრებას, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია რას იტყვის მათთან შეხვედრაზე…
ამით პროპაგანდას უქმნის საზოგადოების ზომბირებისთვის ნოყიერ ნიადაგს და თვითდაზიანებას იყენებს.
არა ბატონებო, ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს პირობების შესრულების კვალობაზე, რაზეც მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი“, - წერს გია ხუხაშვილი.