„ნაციონალურ მოძრაობაში“ გვარები ვისიც ვიცით, ყველა მელიას მხარეს არის. ფაქტობრივად, მელია ნელ-ნელა პარტიას თავისკენ ქაჩავს. ხაბეიშვილი ახლა გაუგებარ ვითარებაშია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად გაყოფილია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის უმრავლესობას ხაბეიშვილი არა თუ არ მოსწონს, არაფრად არ მიაჩნია. არ აღიარებს ლიდერად და არც არის ლიდერი, არც თვითონ არ ფიქრობს ასე. მელია ძალიან აქტიურია და ავტორიტეტია შიდა პარტიული გაგებით და რაც უფრო დრო გადის, ის უფრო და უფრო აძლიერებს თავის პოზიციებს. ბუნებრივია, ნერვიულობენ იმიტომ, რომ პარტია ძლივს მოიგდეს იღლიაში და იქ რაღაც პროცესები მიდის, მელია გახდა მათთვის სერიოზული პრობლემა. მარტო მელია არა, იქ არის საკმაოდ დიდი ჯგუფი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვარები ვისიც ვიცით, ყველა მელიას მხარეს არის. ვისი გვრებიც გამიგია, ორი-სამი კაცის გამოკლებით, თითქმის ყველა იქით არის.

ხაბეიშვილი ახლა გაუგებარ ვითარებაშია. მმართველობის არაჯანსაღი სისტემა, რაც ამ პარტიაში ჩამოყალიბდა, ძალიან წააგავს „ოცნებისას“. ჩრდილოვან მმართველობაზე რომ აპელირებენ, რა უფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ილაპარაკოს „ქართულ ამასობაში“ ჩრდილოვან მმართველობაზე, როდესაც ორმაგი და სამმაგი ჩრდილოვანი მმართველობა აქვთ.

ფაქტობრივად, მელია ნელ-ნელა პარტიას თავისკენ ქაჩავს. იქით ხაბეიშვილს ზურგს უმაგრებს ადამიანი, რომელიც კვიპროსში ზის და არანაირად არ არის ფორმალიზებული, როგორც ამბობენ. წინ კიდევ აფარებული ჰყავს მეორე, რომელიც საავადმყოფოშია თუ ციხეში, ვერ გაიგებ. ოდიოზური ვითარებაა პარტიაში შექმნილი. ხაბეიშვილი გუშინ ფაქტობრივად აიძულეს, მას ინსტრუქცია ჰქონდა მიღებული, (ციხიდან თუ კვიპროსიდან არ ვიცი) რომ სიტყვა - „გარიცხეს“ არ უნდა თქვას და უნდა აორთქლდეს მელია. თვითონ არ მიდის, გარიცხვაც არ აწყობთ იმიტომ, რომ პარალელურად ერთიანობაზე ლაპარაკობენ და ერთიანობის დროს ასეთი სიტყვები არ უნდა გამოიყენო. ჟურნალისტებმა გუშინ „შეუსრულეს“, რასაც ჰქვია და დააწერინეს, ნიკა მელია გაათავისუფლებინეს პირდაპირ სტუდიაში, რაც პარტიის წესდების დარღვევით მოხდა იმიტომ, რომ ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება მას არ ჰქონდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.