არცერთი რასისტი, იმპერიალისტი არ მიყვარს და მინდა, რომ კრემლის რასიზმი ამოიბუგოს და ერთმანეთს დასცხონ - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს იყო ძალადობაზე ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლება მთელი 11 წელიწადი, სწორედ ამას გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ძალადობისკენ ვუბიძგებთ, საბურავებს ვაგროვებთ, შევარდნა-შემოვარდნას, გადატრიალებას, რაღაც უბედურებას ვაწყობთ, ომი გვინდა. არ გვინდა ბატონო ომი, არც ძალადობა გვინდა. ვისაც ომი უნდა ვიცით, ეს არის პუტინი, პუტინისტები და ვინც გულშემატკივრობენ პუტინს ესეც დავინახეთ და მართლა, რა ცალტვინები არიან ეს მართლა საცოდავები, მართლა დაიჯერეს, რომ ჩვენ, უკრაინელებს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც პუტინს ებრძვის, უცებ შეგვიყვარდა პრიგოჟინი. არცერთი რასისტი, იმპერიალისტი არ მიყვარს და მინდა, რომ კრემლის რასიზმი ამოიბუგოს და ერთმანეთს დასცხონ“,- განაცხადა გია ბარამიძემ.