ადამიანები, რომლებიც ენმ-ს გამოეყო, პოლიტიკურად განულდნენ - ნულთან არის ახლოს „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს გაყოფილა, „ნაციონალურ მოძრაობიდან„ ოთხ წყებად გავიდნენ წევრები და იმის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, გავიხსენოთ, და იმის შემდეგ ის  ორგანიზაცია, რომელიც გამოგვეყო, რომელიც შეიქმნა იმ გამოყოფილი ადამიანების მიერ, განულდა პოლიტიკურად, ამიტომ არაფერი არ გაყოფილა. ნულთან არის ახლოს „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი. ჩემი დიდი პატივისცემა პიროვნული, მაგრამ მაგაშია საქმე და მაგას ამბობს მიშა, რომ იქ ვინმე ცუდი, უღირსი, ან მიუღებელი ადამიანია კი არ არის, ამ გუნდს რომ მოწყდები, პოლიტიკურად განულდები“, - განაცხადა გია ბარამიძემ.