პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში, პროფესორ გიორჯ ჰაინალს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს აგროსასურსათო სექტორში არსებული მმართველობის მოდელები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სურსათის დანაკარგისა და ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აგროსასურსათო სისტემების მართვის სტრუქტურებისა და მათი ტრანსფორმაციის შესახებ კვლევა ხორციელდება გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო და რეგიონული ოფისების მხარდაჭერით.
„კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების მიმართულებით. ამ მხრივ, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი: შემუშავებულია შესაბამისი კანონმდებლობა, გამოიკვეთა დონორები და დაფუძნდა სურსათის ბანკი. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მუშაობას, რათა აღნიშნული მიმართულება მაქსიმალურად განვითარდეს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
სურსათის დანაკარგების შემცირების პროცესში აღინიშნა მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.









