უზენაესი სასამართლოს შეფასების ინდექსში მუდმივი გაუმჯობესებაა 2012 წლიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, როდესაც საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლო არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესებული უწყება , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა განაცხადა.

„უზენაესი სასამართლოს შეფასების ინდექსში მუდმივი გაუმჯობესებაა 2012 წლიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, როდესაც საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლო არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესებული უწყება. ეს თავისთავად ცხადია, დადებით გავლენას ახდენს ქვეყანასთან დაკავშირებულ რეიტინგზეც. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევა ჩატარებულია ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც 4 000-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი წარმოადგენს. ბევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რეიტინგებს საკმაოდ აღემატება საქართველოს ქულა და ეს არის სწორედ იმის დამადასტურებელი, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.