"დღეს არის შიმშილობის 31-ე დღე. ექვსი ადამიანი ვაგრძელებთ შიმშილობის აქციას. აქედან ოთხი ადამიანი ვართ, ვინც დავიწყეთ თავიდანვე. მოთხოვნები იგივეა – ახალი სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ბუნებრივია, ადამიანები გვემატებოდნენ, ვიღაცები გვაკლდებოდნენ, რაღაც მომენტში ცხრა ადამიანი ვიყავით, მაგრამ ექვსი ადამიანი დავრჩით და ვაგრძელებთ აქციას." – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
"აქცია 31-ე დღეა, რაც გრძელდება და, ბუნებრივია, ყველასთვის ასეთი ხანგრძლივი შიმშილობა ადვილი გადასატანი არ არის და ძირითად ეს ხდება შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი. არ მინდა, კონკრეტულად რომელიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრო. ცალკეულ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აქციის დროს ცოტა რთული იყო და აღარ გააგრძელეს აქციაში მონაწილეობა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.









