„ჩვენ როდესაც ნელ-ნელა მივექანებით მესამე მსოფლიო ომისკენ, მოვისმინეთ რვა განცხადება საქართველოში არჩევნებთან და პროტესტთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვუყრით კენჭს ნეთანიაჰუს დაგმობის რეზოლუციას, რომელიც ხოცავს პალესტინელებს. – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ დროს ვფლანგავთ. რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ურსულა ფონ დერ ლაიენს ან ამბობს. ევროპის მასშტაბით სტუდენტები გამოდიან ქუჩებში და ითხოვენ მეტ უფლებებს, ახალგაზრდობა გამოდის ქუჩებში და ითხოვს პალესტინელების უფლებებს. ევროკავშირი ფოკუსირებულია საქართველოზე, სადაც ახლახან აირჩიეს მთავრობა და იქ ახალისებენ სხვა ინტერესებს, მათ, ვინც უფრო მეტად ნატო-ზე ზრუნავს. ჩვენ გვჭირდება ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე სხვების მიმართ მუქარა და ზეწოლა“, – განაცხადა დელა ვალემ.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი.