მორიგ ჯერზე ვეხვევით „ოცნების“ პროპაგანდისტულ მახეში. რატომ ვუსმენთ საერთოდ ბიძინას დადგმულ შოუს წულუკიანის შესრულებით? – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ხოშტარია საქართველოს პარლამენტში მიმდინარე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომებს გამოეხმაურა.

„აი, რომ ვუსმენთ, რა ინფორმაციის მიღებას ემსახურება? რუსები არიან და როგორც რუსებს შეეფერებათ, მედვედევის პოზიციით ლაპარაკობენ. ახალია რამე? წულუკიანი რამის მკადრებელი არაა? რომ ვუსმენთ, რას ვიგებთ? წარმოიდგინეთ, მათი სრული იგნორი და არგაშუქება რას დამართებდა, იბურტყუნონ ოთახში, კიდევ სტატუსებს ვუძღვნით შინაარს, დედა, ეს როგორ იკადრა?! ყველაფრის მკადრებლები არიან და ეს ახალი არაა. დავუბრუნდეთ ჩვენს დღის წესრიგს“, – წერს ელენე ხოშტარია.