შეიძლება, ივანიშვილის მსგავსი ტიპის ლიდერი ვერ მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება იყოს ვინმე, ვინც შეძლებს ლიდერის ფუნქცია ჰქონდეს,- ამის შესახებ ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ამ დარჩენილ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, დაახლოებით 10 თვე იქნება რეალურად სამუშაო პროცესი არჩევნებამდე, ამ დარჩენილ დროში რაღაც ახალი რომ მოვიგონოთ და ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ამის დრო არ გვაქვს. ახალი ზეციდან არავინ ჩამოვა და არავინ გაჩნდება. ამ მოცემულობაში, 2012 წელს როგორი გამარჯვების ფორმულაც შევქმენით და მაშინ ლიდერი ივანიშვილი იყო, შეიძლება, მსგავსი ტიპის იდენტური ლიდერი ვერ მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება იყოს ვინმე, ვინც შეძლებს ლიდერის ფუნქცია ჰქონდეს, მაგრამ მთელი დატვირთვა ექნება ფორმულას, როგორიც მაშინ იყო, ანუ დიდი გაერთიანება არსებული პატარა პარტიებიდან...
მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ ვინ შეიძლება იყოს ახალი გაერთიანების პერსონა, მაგრამ ამას ჯერ არ გაგიზიარებთ", - აღნიშნა ბესელიამ.