მახსოვს, ივანიშვილს კობახიძე თავისი ქცევებით და სტანდარტებით არ მოსწონდა, ეს მახსოვს და სად წავიღო ეს მეხსიერება? – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ადამიანის ღირსება ჩანს მის არჩევანში, რა არჩევანს აკეთებ, ის არის შენი ღირებულებები. თუ კობახიძეა შენი ღირებულებები, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? რომ არ ვიცნობდე მას [ბიძინა ივანიშვილს] საკმარისად, ვიტყოდი, რომ ხო, ასეთია, მაგრამ რომ არ მოსწონდა? მახსოვს, რომ არ მოსწონდა ეს ადამიანი თავისი ქცევებით და სტანდარტებით, ეს მახსოვს და სად წავიღო ეს მეხსიერება? არ მოსწონდა, მაგრამ საჭიროდ ჩათვალა, ის რაღაც მომენტში საჭირო იყო. ახლაც ასე... შეუძლებელია მას მოსწონდეს... ან დავალებულია, ან საჭიროება არის ამ ტიპის მართვის მოდელი ჰქონდეს. მგონია, რომ... დამარცხება უნდა არჩევნებში? ეს არჩევანი ნიშნავს, რომ საკუთარ მომხრეებს წითელი აუნთო. მგონი, გაცილებით კარგი ვითარებაა ეს ოპოზიციისთვის",- განაცხადა ეკა ბესელიამ "ფორმულას" ეთერში.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.