ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. სავარაუდოდ, პროცესის დროს ელექტროგაყვანილობა გაცხელდა და აალდა.
ცეცხლი თავდაპირველად სახურავზე გავრცელდა, მოგვიანებით კი მთლიანად მოიცვა სახლი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ხანძრის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.









