ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს დიადემა და სარდიონ-ლაზურიტის მძივი ოქროს კულონით.

შემომწირველმა (რომელმაც ანონიმურობა ისურვა) განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი კახეთიდანაა და მისი წინაპრების სახლში საუკუნეზე მეტი ხანი ინახებოდა, თუმცა ქართული კულტურისა და სასახლე-მუზეუმების მხარდაჭერის ნიშნად შემომწირველმა გადაწყვიტა უნიკალური ნივთი მუზეუმისათვის და მაშასადამე ქართველი ხალხისათვის გადაეცა საჩუქრად. სასახლე მუზეუმების გაერთიანება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ესეოდენ მნიშვნელოვანი შემოწირულობისათვის.