კობახიძე დაიწყებს ბევრი ადამიანის შეცვლას - უყვარს პირადი შურისძიებების რეალიზება,-  ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„რამდენიც არ უნდა თქვან, რომ კონფლიქტი არ არსებობს და შიდა დაპირისპირება არ იყო - იყო და რა თქმა უნდა, კობახიძე დაიწყებს ძალიან ბევრი ადამიანის შეცვლას, რომელიც უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს. პირადი შურისძიებების რეალიზება უყვარს ამ ადამიანს და სისხლის სამართლის პასუხისგებასაც ვგულისხმობ. არ არის გამორიცხული, რომ მათ გამოიყენონ საგამოძიებო ინსტრუმენტები, მექანიზმები მათთვის არასასურველი, კობახიძისთვის არასასურველი პიროვნებების წინააღმდეგ. საბოლოო გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, შეათანხმებს ბიძინა ივანიშვილთან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.