ამის შესახებ ეკა ბესელიამ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. 

"ყველაზე სუსტი პრემიერი მიიღო საქართველომ, რაც კი ოდესმე ჰყოლია, ყველაზე შეუფერებელი.  ეს არის ადამიანი, რომელსაც ლექსიკონში მოეძებნება სიტყვა " არა", "არ გავაკეთებ", როცა ამის თქმა აუცილებელია. ეს არის ადამიანი რომელსაც არ გააჩნია არანაირი პრინციპი და შინაარსი აქვს დაკარგული, რადგან ის მხოლოდ დავალებებს ასრულება ერთი ადამიანისას და როცა ლაპარაკობს და რამე შეფასებას აკეთებს, ფიქრობს მოეწონება თუ არა ბიძინა ივანიშვილს",- განაცხადა ბესელიამ.