პრინციპის საკითხია სააკაშვილმა სასჯელი სრულად მოიხადოს, რომელიც დაიმსახურა, ციხეში და არა საავადმყოფო სანატორიუმში!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გლობალური ომის პარტიის მიერ სააკაშვილის უკანონო დახსნაზე მუშაობა, სულაც არ ნიშნავს რომ მისი ბედი ანაღვლებს! სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი სააკაშვილის მსგავსი აგენტების დასანახად სჭირდება სააკაშვილზე ზრუნვა! საკუთარი ერების გამყიდველ და გლობალური ომის პარტიის ინტერესების გამტარებლებს აჩვენებს, რომ თუ როგორ დაიცავს იმ შემთხვევაში, როცა მისი უსამშობლო დავალებების შესრულებას ძალაში მოიყვანენ, საკუთარ ქვეყანას ომში გახვევენ და გაწირავენ ეს არის მათი პოლიტიკა, არც მეტი და არც ნაკლები!!! ამიტომ პრინციპის საკითხია, სააკაშვილმა სრულად მოიხადოს სასჯელი, რომელიც დაიმსახურა. ციხეში და არა საავადმყოფო სანატორიუმში! მაგალითი უნდა იყოს გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტისთვის. უნდა ნახონ, რომ ვერავის ვერ უშველის გლობალური ომის პარტია! ამით მხოლოდ საქართველოს კი არა, სხვა ქვეყნებსაც დავიცავთ, რომლებსაც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნება სურთ და არ უნდათ რომელიმე ავადმყოფი, შეშლილი დიქტატორის (დემოკრატიის მანტია შემოსილის) დამონება“ - წერს სამხარაძე.