არსებობს სადმე ოპოზიციური ძალა, რომელიც მისი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს? მაგრამ ბებიათქვენისამ, სულ ხელებდაკრეფილები დაგელოდებით - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ფული გადაიხადეს საქართველოს დასანქცირებაში❗️
არსებობს სადმე ოპოზიციური ძალა, რომელიც მისი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს?  ცდილობს ომში ჩართოს საკუთარი სამშობლო და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს? ჩვენი ნაბიჭვრების გარდა, მართლა არიან სადმე ასეთები? იქნებ მივაგნოთ და ერი შერცხვენილი აღარ ვიყოთ, აგერ ბატონო სხვაგანაც ისეთივე ოპოზიცია ყოფილა და ეტყობა ჩვენებმა მათგან ისწავლესთქო, რომ ვამტკიცოთ!  ამერიკაში გარუსებული კანონი FARA-ს მნიშვნელობა ყველამ გაიგო, ისინიც ძალიან კარგად ხვდებიან, საქართველოში ზუსტად იგივე კანონს რომ აპროტესტებენ, თუ როგორ აჭამეს და გამოიყენეს! არ გამოვა რომ არ ითქვას, აპროტესტებდე კანონს, რომელიც წაკითხული არ გაქვს, იგივეა, ხვალ შენი მიამიტობა ისევ გამოიყენონ და გაგაპროტესტებინონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის არ მიღების შემთხვევაში, შეიძლება პირველ რიგში შენ და შენი ოჯახი აზარალო და მერე ვეღარ იქნები მართალი! რომ დავუბრუნდე უსამშობლო მანქურთების დაფინანსებულ ბოროტებებს, მოკლედ აგიხსნით რა სურდათ! დაასანქცირებდნენ საქართველოს, ხალხს დატოვებდნენ მშიერს, მერე ეს ხალხი აჯანყდებოდა, მოხდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება, ამით რუსეთი ისარგებლებდა და დიდი ალბათობით, დასუსტებულ საქართველოს რამოდენიმე დღეში აიღებდა! განა არ იციან ეს ყველაფერი? იციან და უნდოდათ, ამ ქაოსში იმ დეგენერატს გამოაპარებდნენ საავადმყოფოდან, დანარჩენი საქართველო სულ ფეხზე არ კიდიათ!?  მაგრამ!!! აქ ერთი მომენტია, ბებითქვენისამ, სულ ხელებდაკრეფილები დაგელოდებით და წინასწარ არ ვიმოქმედებდით, ხომ იცით არა? ის ქვეყნები, რომლების სანქციების იმედით არიან, საქართველოს ეკონომიკას ვერ ჩამოშლიან, მეტიც სანქცირების შემთხვევაში, ენჯეოები და ენჯეოშნიკები უფრო დაზარალდებიან, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა, ისინი, რომლებიც სხვებზე არიან დამოკიდებულნი😂😂😂 ხოდა დედამიწა არც 27 და არც 34 სახელმწიფოსგან შედგება, 200-მდე სახელმწიფოა და თითქმის ყველასთან გვაქვს კარგი დამოკიდებულება😉! ეს იმათ კამპოტში, რომლებიც ოპოზიციის კამფეტებით იკვებებით, ასტრალში ხართ და რეალობას ვერ აღიქვავთ!
უბრალოდ წარმოიდგინეთ რა სიბინძურე ამოტივტივდებოდა, საქართველოში ამერიკული კანონი რომ მიგვეღო! FARA-ს მეშვეობით მანქურთების მავნებლობების 10% გახდა ცნობილი! თქვენ წარმოიდგინეთ, დანარჩენი 90%-ის მტკიცებულება რომ გვქონოდა, რა მოხდებოდა!“- წერს სამხარაძე.