აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე, აჭარის  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.