იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა  ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა  ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და  საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სასულიერო პირებმა გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.