„მე არ ვყოფილვარ საქართველოს პარლამენტში და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ იმისთვის, რომ ხალხი გაგვერთო, ან მიგვეწოდებინა ასე ვთქვათ, საინტერესო ინფორმაციები. მე იმიტომ ვიყავი, რომ საქმე გაგვეკეთებინა”, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, სახელმწიფო საქმეებს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება, რასაც ხანდახან კამათი მოჰყვება.

“მე მინდოდა მიმეღო შედეგი, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა კალიცია „ქართული ოცნება“. და არა ის, რომ ერთი კვირის თავზე გამოვსულიყავი და მეთქვა, ა, ბატონო, არ მუშაობენ, არაფერს აკეთებენ , აჰა, ერთი წერილი, ორი წერილი და წავედით სახლში.

სახელმწიფო საქმეებს სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა, და სახელმწიფოებრივი მიდგომა არის ის, რომ დიახ, შიგნით უნდა ბევრი ხან იჩხუბო, ხან იკამათო, თქვენ რა იცით რა ემოციური და როგორი ემოციური ვიყავი შიგნით. ასე, რომ ასე არ არის საქმე , რომ ეს ყველაფერი იყო მშვიდი და დალაგებული და ა.შ.

მაგრამ შედეგი, მე მინდოდა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელსაც ექნებოდა მხარადაჭერა კალიციის მხრიდან და რომლის გატანასაც შევძლებდით საქართველოს პარლამენტში.იმიტომ, რომ შედეგი, ჩვენ, კონსტიტუციური ცვლებები გვაინტერესებდა პრეზიდენტთან დაკავშირებით და უამრავ სხვა საკითხთან დაკავშირებით. და არა ის, ვინ უფრო ცუდად მუშაობს, კარგად მუშაობს,აინტერესებს, არ აინტერესებს, ესმის ეს საკითხი, არ ესმის ეს საკითხი. ეს არ იყო ძირითადი და მთავარი.

რომ დატრიალდეს ყველაფერი ისევ ამ საკითხებში, თავიდან რომ წავიდეს, მე, ერთადერთი შეიძლება კიდევ უფრო მეტი იმეილი მიმეწერა და კიდევ უფრო კარგად დამეღეჭა, რომ ვინმესგან რამე პასუხი მიმეღო და არა ის, რომ პრესკონფერენციები მომეწყო, ა, ბატონო, არავინ არაფერს არ აკეთებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.