"ლელოს" წევრი, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხათუნა სამნიძის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ პუტინისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ არაფერი სმენია.
"2012-2016 წლებში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ პოზიციებით რუსები იყვნენ ძალიან შეშფოთებულ-აღშფოთებულები, თუმცა პუტინისთვის ბოდიშის შესახებ არაფერი მსმენია.
ეს ჩვენამდე აღწევდა კარასინი ხაზით. კარასინს ჰქონდა ნათქვამი, რომ ირაკლი ალასანია, მინისტრი ხიდაშელი, უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე უფრო რადიკალურ პოზიციებს იკავებენ. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა, ღიად გაცხადებული და რუსებს ეს რომ არ მოსწონდათ, არ გვიკვირდა.
რაც შეეხება ფორმატით ჩვენამდე მოღწეულ ინფორმაციას, ჩვენამდე ისიც აღწევდა, რომ აბაშიძე ამ საკითხებზე უმეტესად საკადრის პასუხს სცემდა კარასინს.
რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს პუტინთან ბოდიში შეეთვალოს, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამ ტიპის საუბრის არც თანამონაწილე ვყოფილვარ და საერთოდ, პუტინთან ბოდიშის თემა გაუგებარი მოვლენაა.
ერთადერთი, მობოდიშების თემა მახსენდება არა რუსეთის და რუსეთის ლიდერს მიმართ, არამედ ეს ეხებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საკითხს. საპარლამენტო ასამბლეაზე, უფლებების დარღვევის თაობაზე რეზოლუციას ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა. მაშინ იყო ასეთი ნათქვამი, რომ არა რუსეთის, არამედ იმ ქვეყნის ლიდერთან მობოდიშება მოუწია ივანიშვილს ჩვენი პოზიციის გამო. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს და პოზიციონირება არ უნდა შევცვალოთ. ასამბლეაში რეზოლუციისთვის ჩვენი მხრიდან ხმის მიცემის შემდეგ, გამოთქმული იყო უკმაყოფილება არა რუსეთის, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნის მიმართულებით, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერის მხრიდან მობოდიშება მოჰყვა და ეს მე ვიცოდი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა. 2014 წელს ივანიშვილმა, გვითხრა, "რესპუბლიკელებს", ისეთი მწვავე იყო ევროსაბჭოში თქვენი გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო