"მე ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც არ მითქვამს ეთერში მანამდე".- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.

"2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებით გამოვიდნენ "რესპუბლიკელები" თინა ხიდაშელი და ლევან  ბერძენიშვილი, ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი... მაშინ ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ გვითხრა, "რესპუბლიკელებს" ერთ-ერთ ლიდერს,  ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი შემეთვალა პუტინისთვის ბოდიში. 

დათო ბერძენიშვილს უთხრა, და შეგიძლიათ გადაამოწმოთ... პასუხი მიიღო რომ საქართველოს სახელით ილაპარაკეს ამ ადამიანებმა" - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.