პოლიტიკური დევნა ნიშნავს, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელები თავიანთი პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე წყვეტენ, როდის და ვის მიმართ განვითარდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ეზერაშვილთან დაკავშირებით სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში მის წინააღმდეგ დევნის დაწყება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე  თქმით, „ლელოს“ ყოველი კაპიკი არის ღია, შემოწირულობაც და ხარჯებიც“.

„ჩვენ არ გვაფინანსებს. დიახ, კეზერაშვილთან დაკავშირებით სახეზეა პოლიტიკურად შერჩეულ მომენტში მის წინააღმდეგ დევნის დაწყება. ეს არც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს და არც მის დამნაშავეობაზე. უბრალოდ, როდის იწყებს პროკურატურა თაროზე შემოდებული საქმეების გადმოღებას, შემდეგ ისევ თაროზე შედებას, შემდეგ ისევ გადმოღებას და როცა ამ მანიპულაციებშია, დიახ, ამ შემთხვევაში, სრულიად ცალსახად სახეზეა მომენტი, როცა ვიღაცას პოლიტიკურად აღარ მოსდის თვალში ან რაღაც ისე არ მიდის და დამოკიდებულება – აბა, მოდით, ამ კაცს მიმიხედეთ. მგონი, კეზერაშვილთან მიმართებაში პრემიერს აქვს ნათქვამი ხომ, მაშინ რაღაც არასწორად იყო და ახლა ნახეთ, რას ვუზამთო, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.