"ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნისთვის თავი გაწირა, გადადგა ნაბიჯები ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ფასეულობებისთვის," - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.
მისი თქმით, სრულიად წარმოუდგენელია, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში კანონის მიღების გამო დასანქცირდეს.
„წარმოუდგენელი რაღაც ხდება მთელ მსოფლიოში - ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და სანქციებით ემუქრებიან მხოლოდ იმის გამო, რომ "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" მივიღეთ. ეს არის პირდაპირ შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც ჩვენთვის მიუღებელია და არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნისთვის თავი გაწირა, გადადგა ნაბიჯები ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ფასეულობებისთვის. ის პოზიცია, რაც გვიჭირავს, ეს არის ეროვნული პოზიცია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები - მთელი ჩვენი გუნდი მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვართ მართლები და ამ სიმართლით ვივლით ბოლომდე.“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.