უკრაინელების, დასავლეთის მოსალოდნელი, სტრატეგიული წარმატების ფონზე და შედეგად აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მომზადება მოგვიწევს ქართველებს - მათ, მითუმეტეს - წერს რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში:
"ალიევის და ლამის მთელი აზერბაიჯანული პოლიტიკის ამოცანა კარგა ხანია, რეალურად სწორედ ეს იყო ( ჩვენგან განსხვავებით) - სომხებისგან " გაწმენდილი" ყარაბაღის დაბრუნება. და ამის ალბათობა სულ უფრო მაღალი ხდებოდა - აზერბაიჯანი იზრდებოდა, ძლიერდებოდა შინ და გარეთ, სომხეთის " დაპატარავება", სამხედრო- პოლიტიკური დასუსტება კი ასევე შეუქცევადი იყო. ფაშინიანი და სომხეთის ახალგაზრდობა, იმედია, გაუძლებენ ამ გამოწვევას. რუსეთის სამხედრო ბაზასაც მოუწევს სომხეთიდან წათრევა... მთელი სამხრეთ კავკასიიდანაც. უკრაინელების, დასავლეთის მოსალოდნელი, სტრატეგიული წარმატების ფონზე და შედეგად აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მომზადება მოგვიწევს ქართველებს - მათ, მით უმეტეს."