"ჩვენს პატრიარქს ერჩიან", "ერეკლე პაპას გვილანძღავენ", "გვაპიდარასტებენ", "გარეჯი საქართველოა" და ა.შ. - მთავარია, გამოიგონო მტერი და მერე მიუსიო მანქურთები...მაინც წააგებენ! -  ასე ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერზე გორში განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ბორჯობში ამავე პარტიის მიერ დაგეგმილი სემინარის დაპირისპირების ფონზე ჩაშლის ფაქტს.

ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ (ხან უშუალოდ მართული, ხანაც პროვიცირებული) ბნელი, ანტიდასავლური/ანტიქართული პროპაგანდის ნაწილია. აგრძელებენ და აფართოებენ " მტრების' სიას. "ჩვენს პატრიარქს ერჩიან", "ერეკლე პაპას გვილანძღავენ", "გვაპიდარასტებენ", "გარეჯი საქართველოა" და ა.შ. - მთავარია, გამოიგონო მტერი და მერე მიუსიო მანქურთები...მაინც წააგებენ!

სოლიდარობა ზურას! - წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჯაფარიძეზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მისი პარტიის წვერმა ანა ყურაშვილმა გაავრცელა: გორის სმარტთან, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი

დღესვე სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც წერია: მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი: ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, ჩვენი შვილების გარყვნისათვის, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის