მაინც ვიმედოვნებ, რომ ბოლომდე არ გაჯიუტდება პრეზიდენტი შეცდომაში და მისი ნათქვამი "ამ ეტაპზე" ამ კვირაში ამოიწურება. - წერს რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
90 დღე კომისიას აქვს, რომელმაც მეორე დღესვე მიმართა პრეზიდენტს, ჩამოსართმევია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობაო. პრეზიდენტს 1 კვირა აქვს პრეზიდენტის 2014 წ. ბრძანებულებით და კომისიის 2018 წ. დადგენილებით. ეს არ უთქვამს გუშინ სალომე ზურაბიშვილს. მისიანები მაგასაც უმალავენ თუ ალაგ- ალაგ კითხულობენ კანონს და კანონქვემდებარე აქტებს?:)
მაინც ვიმედოვნებ, რომ ბოლომდე არ გაჯიუტდება პრეზიდენტი შეცდომაში და მისი ნათქვამი "ამ ეტაპზე" ამ კვირაში ამოიწურება. - წერს დავით ვერძენიშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საბუთები ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
პ.ს. ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე