ამ ვითარებაში, არც გახარიას პოზიციას მივესალმები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალოს ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ოცნებასთან" ერთად იმპიჩმენტის უზრუნველყოფა, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შეტევას ზურაბიშვილზე, რომ ის ივანიშვილის თოჯინაა, ეს მდარე პოლიტიკური განცხადებაა. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილზე შეტევა არასწორია. ამ ვითარებაში, არც გახარიას პოზიციას მივესალმები, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალოს ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ოცნებასთან" ერთად იმპიჩმენტის უზრუნველყოფა, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. იმპიჩმენტის პროცესი ინტელექტის დეფიციტზე მიუთითებს. ფიჩერად და კასპაროვად არ მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილი. იგი არ მიმაჩნია ასეთ გროსმაისტერად. დღევანდელი სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პაიკი და თოჯინა არ არის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.