საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი:
"ღარიბაშვილი თავს გვჭრის საქვეყნოდ მიუნჰენის კონფერენციაზე:(გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ ომი უნდა მოიგოს. გერმანია ამას მოელის და ყველაფერს გააკეთებს ამისთვისო. ალიევი და ფაშინიანი სოლიდურად გამოდიან..ფაშინიანი თურქეთთან დიალოგზე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების პერსპექტივებზე საუბრობს... რამდენიმე დღის წინ სერბი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვერ ავცდებით რუსეთის მიმართ სანქციების შეერთებასო, ევროპა გვინდაო. ორბანიც კი ევროკავშირის სანქციების მეათე რაუნდზეც ჩაყვა ბრიუსელს...და ამ დროს ეს ხელის ბიჭი ამბობს: "ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს, მშვიდობაა მთავარიო"...კოლაბორაციონიზმის აპოლოგიაა. მთელი ცივილიზებული სამყარო, რომლის ფინანსური , პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით გვიდგას სული, ამბობს: სანამ რუსეთს უკრაინაში არ დავამარცხებთ, მშვიდობა არ იქნებაო. ეს კიდე რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების ფაქტობრივად დასაკანონებლად შეწყვიტეთ დასავლეთმა და უკრაინამ წინააღმდეგობაო, ესაა მშვიდობაო. ეს კაცის კაცი იმ მხდალი ტვინნაღრძნობის "სიბრძნეს" აფრქვევს მიუნჰენში - იმას ხომ ჰგონია, რომ პუტინი იგებს. პუტინის ემისარი საქართველოდან - რა სამარცხვინოა, თავი სად გამოვყოთ. თფუი:( გაშეშებულია საქართველო. ასე მძიმედ, მგონი, არც არასდროს ვყოფილვართ ამ ბოლო ათწლეულებში" - წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.