მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, მინდა გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. მინდა ხალხმა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, მისი დაბრუნების იდეა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ დავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისხვა მინდა პასუხი გავცე.
ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რას არ გააჩნია სხვა პატიმარს.
თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, ეს არის ჩემი პასუხი.
ასევე მინდა ვახსენო, რომ ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა, აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუკზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონის ზემოთ.
ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული ყოფილი პარლამენტარის ცემით. კერძო ტელევიზია „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი. ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა, ეს არის ამბავი. მე არ მინდა, რომ ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა, გაგცეთ კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.