„კოალიცია ცვლილებებისთვის" შემდეგ ყრილობაზეც თუ არ ილოცეს მასზე, გაიშლის დალალებს და გვარამიას მოღალატედ შერაცხავს,  - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მიშამ გაიგო ჭორი რომ გვარამიას ფულს გილაური აძლევს (მე ეს არ ვიცი, თვითონ აბაზრებს), ისიც გაიგო რომ გვარამიას ბევრი გარე ბანერი აქვს, უსმინა ყრილობას, ნახა რომ არ ახსენეს  და ეგრევე ბანკებს და მათ "კარტელურ გარიგებებს" დასცხო. 
ეს ჯერ პრელუდიაა. 
შემდეგ შეკრებასაც მოუსმენს - ნახავს იქ თუ ილოცებენ მასზე, თუ არა და მაგის მიხედვით გაიშლის დალალებს, შერაცხავს გვარამიას მოღალატედ და მთავარზეც აირევა“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი: მე და ამომრჩევლების უმეტესობას გაუხარდებოდა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ყრილობაზე არ გამორჩენოდათ იმის ხსენება, რომ გრძელდება ჩემი უკანონო პატიმრობა