ახლა ქოცები და ნაცები/აჰლები ერთად ლოცულობენ რომ პრეზიდენტის პროექტი არ გამოვიდეს.
ქოცებს პოლარიზაციის თამაში ეშლებათ. ნაცები პირველობას კარგავენ (ამის შანსია).
გვარამია ოპო მაჩანჩალა ხდება (თუ ნაცებთან არ შეერთდა). - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის გაერთიანების პროექტი რეჟიმის ცვლილების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. (ენმ-ის მეტნაკლებად თანაზომადი ძალის ცენტრის შექმნა ომის, შურისძიების და განუკითხაობის შიშს მეტად გაანეიტრალებს და მეტ ხალხს გამოიყვანს რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნებზე). რეჟიმი თუ შეიცვლება, უვიზოარ გაჩერდება. პრეზიდენტის ქარტია თუ შესრულდება (ამასაც თანაზომადი ბალანსი სჭირდება მომავალ პარლამენტში) - ევროკავშირთან დიალოგის რეჟიმზე გადავალთ და გაწევრიანება დაჩქარდება. შემდეგი დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარდება - NATO-ში შევალთ. ასე ვხედავ მომავალს.ასე მაქვს დალაგებული. და არ გაგიკვირდეთ ამრევებზე რომ გავცოფდები. - წერს ჩერგოლეიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსასამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, " ხვალ, ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს"
განცხადებამდე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა:
"ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს.
მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია.
ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რასაც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა: "მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს"
დღეს კი ხაზარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში. სადაც აცხადებს გახარიასთან შეხვედრა ერთი-ერთზე სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება, პრეზიდენტს მას შემდეგ შევხვდებით, თუ გვექნება ერთობლივი მუშაობის შესახებ ხედვა