"ფორმულას პატრონს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილის პროექტი. ეს პროექტი კეზერაშვილს საფრთხეს უქმნის" - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ფორმულას პატრონს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილის პროექტი. ეს პროექტი კეზერაშვილს საფრთხეს უქმნის, რომ მისი ვერცერთი სატელიტი ვერ გავიდეს ოპოზიციაში პირველ ადგილზე. ამიტომ კვლევებით იმანიპულირებს, რომ გახარიაც და ხაზარაძეც დაამშვიდოს რათა ცალცალკე გავიდნენ, არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგი ენმ-მა დადოს და მთავარი ოპო ძალის სტატუსი შეინარჩუნოს."