საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ თანამდებობა დატოვა.

ირაკლი ხმალაძე 2025 წლის 15 მაისს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას.