"მთავარი არხი“ - სასამართლოში შევხვდებით. ანონსის გასვლის შემდეგ, რომელშიც მტკიცებითი ფორმით აცხადებდით, თითქოს, სუს-მა ირაკლი ხმალაძე დააკავა, გაგაფრთხილეთ, რომ აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებდით. ამის მიუხედავად, გამოგონილი სიუჟეტი ეთერში მაინც გაუშვით და საზოგადოებას ორჯერ აყურებინეთ 18 და 19 ნოემბერს. - ამის შესახებ თბილისის მერია ირაკლი ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს.

"კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ - თქვენთვის „მთავარი“ სისულელეების გავრცელება და მაყურებლების შეფუთული ტყუილებით მომარაგებაა, თუმცა, ამჯერად არ გაგიმართლათ. შეეხეთ ისეთ თემას, რომელზედაც უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება შესაძლებელია და ამის გაკეთება, სურვილის შემთხვევაში, თქვენც შეგეძლოთ.

ცხადია, აღნიშნული მტკიცებულებები მოვიპოვე. ვაქვეყნებ ოფიციალურ დოკუმენტებს იმის შესახებ, რომ ჩემს მიმართ არასდროს მიმდინარეობდა და ახლაც არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე, არ გატარებულა არანაირი საგამოძიებო მოქმედება. სარჩელი შეტანილია სასამართლოში - ჩემი სიმართლე და მტკიცებულებები, თქვენი „სახედაბლარული“, ხმაშეცვლილი „წყაროს“ წინააღმდეგ... დანარჩენი იქ გავაგრძელოთ.

სასამართლოში გაირკვევა, როგორი „წყარო“ გყავთ, საერთოდ გყავთ, თუ თავად ხართ თქვენივე ტყუილების „მთავარი წყარო“.აქვე იხილეთ თანდართული მტკიცებულებები." - წერს ირაკლი ხმალაძე.