თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიაში დაწყებულ საკადრო წმენდას ირაკლი ხმალაძის გადაყენება მოჰყვა, სრულ ტყუილს და სიცრუეს უწოდებს.
„მართლა მიკვირს საიდან მოგაქვთ ეს ტყუილები.
ერთხელ მაინც დაასახელეთ თქვენი ე.წ. წყარო
თბილისის მერიაში ყველაფერი კარგად არის და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი,”- წერს ირაკლი ხმალაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.